ასოციაციის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:
- სახელწიფო, არასახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციათა და სტრუქტურათა შესაძლებლობების და ძალისხმევის ინტეგრაციის, ასევე სხვა ფინანსური წყაროების მოზიდვის საფუძველზე, საქართველოში ქალთა ქვემო გენიტალური ტრაქტის დაავადებათა, მათ შორის საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგული პროგრამების დანერგვის ხელშეწყობა.
- ქალთა ქვემო გენიტალური ტრაქტის პათოლოგიათა მართვის მუდმივგანახლებადი საგანმანათლებო-სატრენინგო სისტემის დამკვიდრების, ასევე აღნიშნულ პათოლოგიათა სამეცნიერო კვლევების ორგანიზაციისა და წარმართვის ხელშეწყობა.
- კოლპოსკოპიის, როგორც ქალთა ქვემო გენიტალური პათოლოგიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მონიტორინგის მეთოდის საყოველთაო დამკვიდრების ხელშეწყობა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ყველა დონეზე.
- საქართველოს მოსახლეობის სამედიცინო განათლების ამაღლების, კერძოდ რეპროდუქციულ პათოლოგიათა თაობაზე ქალთა ინფორმაციულობის დონის და შესაბამისად, ჯანდაცვით პროგრამებში მათი თვითმონაწილეობის და ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა.
- ”ქალთა ქვემო გენიტალური პათოლოგიის და კოლპოსკოპიის” საექიმო და საექთნო დიპლომამდელი სამედიცინო განათლების პროგრამებში ჩართვის ხელშეწყობა.
- კოლპოსკოპიის, როგორც ”სუბსპეციალობის” ან ”კომპეტენციის” ჩამოყალიბების ხელშეწყობა და შესაბამისი სწავლებისა და დახელოვნების პროგრამის მომზადება.
- მეან-გინეკოლოგებისათვის, რეპროდუქტოლოგებისათვის და ოჯახის ექიმებისათვის საშვილოსნოს ყელის, საშოს და ვულვის პათოლოგიათა მართვის თაობაზე უწყვეტი სამედიცინო განათლების და პროფესიული დახელოვნების პროგრამების მომზადება და იმპლემენტაცია.
- ქვემო გენიტალური ტრაქტის პათოლოგიათა თაობაზე, როგორც პროფესიული, ასევე საზოგადოებრივი მოხმარებისათვის ბეჭდვითი და ელექტრონული საინფორმაციო მასალების მომზადება-გამოცემა.
- საერთაშორისო გამოცდილების ათვისების მიზნით ახალგაზრდა სპეციალისტების დახელოვნების ხელშეწყობა, მათ შორის მათი საზღვარგარეთ სტაჟირების ორგანიზებით.
- სხვა ქვეყნების ანალოგიური მიზნების მქონე ორგანიციებთან, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამეცნიერო-პრაქტიკული თანამშრომლობა - გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევების, კონფერენციების და ლექცია-სემინარების ორგანიზაციის გზით.