2008 წლის 13 და 14 ივნისს საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საზოგადოების და ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული იყო ევროპის კოლპოსკოპისტთა ფედერაციის (EFC) მიერ აკრედიტირებული ”EFC კოლპოსკოპიის საბაზისო კურსი”-ს სწავლება. კურსს ესწრებოდა 60-მდე ექიმი გინეკოლოგი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. მოწვეულმა ლექტორებმა - ბრიტანეთის საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის და კოლპოსკოპიის საზოგადოების (BSCCP) წევრებმა, პროფესორებმა ჯოზეფ ჯორდანმა, ალბერტ სინგერმა და ჩარლზ რედმანმა ქართველ ექიმებს გააცნეს თანამედროვე ხედვა საშვილოსნოს ყელის ნიოპლაზიების ეტიოლოგიის, პათოგენეზის, დიაგნოსტიკის და მკრნალობის თაობაზე, კოლპოსკოპიური ტერმინოლოგია, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ახალი მოდელი, ატიპიური ციტოლოგიური ნაცხის და სხვადასხვა ხარისხის ნეოპლაზიის მართვის ევროპული სტანდარტები; აგრეთვე გარჩეული იქნა კოლპოსკოპიური კვლევის კერძო შემთხვევები.